HDTV ანუ "High Definition Television" ნიშნავს მაღალი გარჩევადობის ტელევიზიას და იძლევა საშუალებას ვიდეო ჩანაწერების ბევრად უკეთეს ხარისხში ჩაწერას და ჩვენებას.
დღევანდელი ტელევიზიის სტანდარტები ძალიან ძველია, დაახლოებით 50წლის, PAL / SECAM ტელევიზორების გარჩევადობა მხოლოდ 720 x 576 წერტილია, და მას HDTV -ს გარჩევადობა რამოდენიმეჯერ აღემატება. HDTV-ს აქვს მაგალითად შემდეგი ფორმატები: "720p" (1280 x 720 წერტილი) და "1080i" (1920 x 1080 წერტილი , და "Interlaced Video").
HDTV არის სუფთა 16:9 -ფორმატი. 4:3 -ფორმატი, PAL / SECAM-თან შედარებით, HDTV-ში არ არსებობს. ფილმების უმეტესობა 16:9 ფორმატშია გადაღებული და HDTV-ს შემთხვევაში ეკრანზე ჰორიზუნტალური შავი ზოლები არ იქნება. HDTV ვიდეოს საყურებლად თითონ ტელევიზორს უნდა ქონდეს მაღალი გარჩევადობის ეკრანი ანუ უნდა იყოს "HD Ready " როგორზ მაგალითად Philips 42PF9830, 107cm LCD ტელევიზორი ან BenQ DV3750 .
ზომის განსხვავება PAL/Secam-სა და HDTV შორის ამ სურათზე ჩანს (PAL ზედა მარცხენა კუთხეში).
HDTV ხარისხის რამოდენიმე არხის მიღება შეიძლება სატელიტიდან თანამედროვე DVB-S2 სტანდართის მიმღებით. HD ფილმების ყიდვა HD-DVD და Blu-Ray დისკებზე შეიძლება , დასაკრავად გესაჭიროებათ HD-DVD ან Blu-Ray Player-ი. უმეტეს შემთხვევაში HDTV ვიდეო მასალა კოდირებულია კოდეკებით H.264 , MPEG-2 ან WMV . კომპიუტერზე საყურებლად გესაჭიროებათ თანამედროვე კომპუტერი ~2 GHz ან უფრო სწრაფი პროცესორით. ვიდეოების საყურებლად გირჩევთ გამოიყენოთ პროგრამა VLC .
შეცდომით არ გეგონოთ რომ HDTV რამე სიახლე ან ტექნოლოგიაა! ეს მხოლოდ სტანდარტია ახალი თაობის HD ტელევიზორებისათვის.
HDTV მოდის :-) ევროპაში გაყიდული ახალი ბრტყელი ტელევიზორების უმეტესობა "HD Ready " არის. თუ დაინტერესდით ამ თემით და გსურთ ჩაუღრმავდეთ, ნახეთ ამ ტექნოლოგიების გვერდებიც HDCP , HDMI .
If you like this page don't forget to bookmark it: